
საბერძნეთში ქართველი კაცი ჩაცხრილეს
09/08/2022 06:51:18 საზოგადოება
საბერძნეთში 41 წლის ქართველი კაცი დაჭრეს.
მედიის ცნობით, კაცს 12 ტყვია აქვს მოხვედრილი. ამჟამად დარილი კომოტინის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა სტაბილურად ფასდება, თუმცა სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, რადგან ტყვიები გულ-მკერდის არეშია ჩარჩენილი და ამან შესაძლოა, გართულებები გამოიწვიოს.
როგორც ირკვევა, დამნაშავე ჯერ დაკავებული არაა.