Accentnews.ge
ჯოზეფ ვუ: "ჩინეთი ტაივანში შესაჭრელად ემზადება"

ჯოზეფ ვუ: "ჩინეთი ტაივანში შესაჭრელად ემზადება"

09/08/2022 06:31:48 მსოფლიო

ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯოზეფ ვუს განცხადებით, ჩინეთი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტის პროტესტის ნიშნად დაწყებულ სამხედრო წვრთნებს თვითმმართველ კუნძულზე შეჭრისთვის მოსამზადებლად იყენებს.

“ჩინეთი ამ წვრთნებს ტაივანში შეჭრისთვის მოსამზადებლად იყენებს. იგი ატარებს ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს, უშვებს რაკეტებს, ასევე ახორციელებს კიბერშეტევებს, დეზინფორმაციულ კამპანიას და ეკონომიკურ იძულებას, რათა ტაივანის საზოგადოება მორალურად შეასუსტოს“, - აღნიშნა ტაივანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მან „ტაივანის სრუტეში მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად“ საერთაშორისო მხარდაჭერის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S