რა შეიარაღებას მოიცავს უკრაინისთვის აშშ–ის მიერ გამოყოფილი დამატებით 1 მლრდ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება
09/08/2022 06:13:40 მსოფლიო
აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა.
1 მლრდ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება, რომელიც კიევს გადაეცემა, შემდეგ შეიარაღებას მოიცავს:
- დამატებითი ჭურვები მობილური სარაკეტო საარტილერიო სისტემებისთვის (HIMARS);
- 155 მმ კალიბრის 75,000 ერთეული საარტილერიო ჭურვი;
- ნაღმმტყორცნი სისტემის 20,000 ერთეული 120 მმ-იანი ჭურვი;
- საბრძოლო მასალა მოწინავე “მიწა-ჰაერი” სარაკეტო სისტემისთვის "National Surface-to Air Missile Systems" (NASAMS);
- 1,000 ერთეული „ჯაველინი“ და ასობით ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემა AT4;
- 50 ერთეული დაჯავშნული სამედიცინო ავტომანქანა;
- სამედიცინო მარაგები, რომელშიც შედის პირველადი დახმარების კომპლექტები, სახვევები და სხვა აღჭურვილობა.
საერთო ჯამში, ბაიდენის ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდში შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უსაფრთხოების საჭიროებებისთვის დაახლოებით 9.8 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გამოუყო.


