ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს, რუსეთის მოქალაქეებს საზღვრები ჩაუკეტონ
08/08/2022 20:29:53 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ერთადერთი გამოსავალი რუსეთს სხვისი მიწების მიტაცების სურვილი წაართვა არის, აუკრძალო მის მოქალაქეებს დასავლეთის ქვეყნებში ჩასვლა.
როგორც ზელენსკიმ The Washington Post-თან ინტერვიუში აღნიშნა, "რუსეთის ყველა მოქალაქე უნდა დაბრუნდეს სამშობლოში და თავის წილი პასუხისმგებლობა იქონიონ მიმდინარე მოვლენებზე, რადგან ვლადიმერ პუტინი მათი არჩეულია და ისინი რეჟიმს არ ებრძვიან".
ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არაა საკმარისი და ყველაზე მნიშვნელოვანი შეზღუდვა რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრების ჩაკეტვა იქნება, თუნდაც 1 წლით მაინც, "რადგან რუსები სხვებს მიწებს ართმევენ".
"ყველაზე მთავარი სანქციები საზღვრების ჩაკეტვაა...დაე, იცხოვრონ თავიანთ სამყაროში, სანამ საკუთარ ფილოსოფიას არ შეცვლიან. [...] არ გინდათ ეს იზოლაცია? თქვენ ამბობთ, რომ მთელი სამყარო თქვენი წესებით უნდა ცხოვრობდეს. მაშინ წადით და იცხოვრეთ რუსეთში", - განაცხადა ზელენსკიმ.


