Accentnews.ge
რუსეთი უარს აცხადებს, აშშ–სთან იმ ერთადერთი დარჩენილი ხელშეკრულების შესრულებაზე, რომელიც მოსკოვისა და ვაშინგტონის ბირთვულ შეიარაღებას ზღუდავს

რუსეთი უარს აცხადებს, აშშ–სთან იმ ერთადერთი დარჩენილი ხელშეკრულების შესრულებაზე, რომელიც მოსკოვისა და ვაშინგტონის ბირთვულ შეიარაღებას ზღუდავს

08/08/2022 20:11:25 მსოფლიო

რუსეთი უარს აცხადებს, აშშ–სთან იმ ერთადერთი დარჩენილი ხელშეკრულების შესრულებაზე, რომელიც მოსკოვისა და ვაშინგტონის ბირთვულ შეიარაღებას ზღუდავს. კერძოდ, საუბარია ბირთვული იარაღის კონტროლის ხელშეკრულებაზე (START).

მიზეზად მოსკოვში აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სამგზავრო შეზღუდვები დაასახელეს.

რუსეთმა აშშ-ს უკვე აცნობა, რომ დროებით უარს ამბობს საკუთარი ბირთვული იარაღის ინსპექტირებაზე.

"ვაშინგტონის მიერ შემოთავაზებულმა ინსპექტირების პირობებმა შექმნა ცალმხრივი უპირატესობა შეერთებული შტატებისთვის და ფაქტობრივად ართმევს რუსეთის ფედერაციას უფლებას ჩაატაროს ინსპექტირება ამერიკის ტერიტორიაზე",– აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდში აშშ–მა რუსეთთან გაფორმებული საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების ხელშეკრულება დატოვა, ხსენებულ ორ ქვეყანას შორის ძალაში დარჩა მხოლოდ START, რომელიც ზღუდავს აშშ-ისა და რუსეთის ბირთვულ შეიარაღებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S