Accentnews.ge
"ენერგოატომი": "რუსი სამხედროები მზად არიან, ააფეთქონ ზაპოროჟიეს დანაღმული ატომური ელექტროსადგური"

"ენერგოატომი": "რუსი სამხედროები მზად არიან, ააფეთქონ ზაპოროჟიეს დანაღმული ატომური ელექტროსადგური"

08/08/2022 15:13:49 მსოფლიო

უკრაინის სახელმწიფო კომპანია "ენერგოატომის" ცნობით, რუსი სამხედროები დანაღმული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.

"რუსები არ მალავენ თავიანთ გეგმებს და უკვე ღიად აშანტაჟებენ მთელ მსოფლიოს, აცხადებენ ზაპოროჟიეს დანაღმვისა და მისი აფეთქების მზადყოფნის შესახებ. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა ვალერი ვასილიევმა, რომელიც ამჟამად ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარნიზონის მეთაურიცაა, განაცხადა: "აქ ან იქნება რუსული მიწა, ან – გადამწვარი უდაბნოო", - ნათქვამია "ენერგოატომის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანია "ენერგოატომს" არ დაუკონკრეტებია, თუ როდის და სად გაკეთდა ეს განცხადება.

გასულ კვირაში, უკრაინული კომპანია "ენერგოატომის" ცნობით, რუსული ძალების თავდასხმის გამო ავარიულად გამოირთო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სამი მოქმედი ენერგობლოკიდან ერთ-ერთი.

გაერო იმედოვნებს, რომ შეწყდება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მისამართით ცეცხლი და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სადგურზე წვდომის საშუალება მიეცემა.

რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და ირწმუნება, რომ საფრთხე კიევისგან მოდის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S