"თუ სომხეთი სწორად შეაფასებს პროცესებს, დარწმუნებული ვარ, რეგიონში სტაბილურობა მალე დამყარდება"
08/08/2022 14:36:25 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ცდილობს, შეამციროს დაძაბულობა და თავიდან აიცილოს კონფლიქტები რეგიონში. ამის შესახებ მან ანკარაში ელჩების რიგით მე-13 კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„თუ სომხეთი სწორად შეაფასებს პროცესებს, რეაგირებას მოახდენს აზერბაიჯანისა და თურქეთის გულწრფელ მოწოდებებზე, დარწმუნებული ვარ, ჩვენს რეგიონში სტაბილურობა მალე დამყარდება“, – განაცხადა ერდოღანმა.
ბოლო დღეებია მთიან ყარაბაღში ვითარება ისევ დაიძაბა. სომხური და აზერბაიჯანული მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.


