Accentnews.ge
ჰოჯესი: „რუსები იფიტებიან, უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა და რუსული ძალა ჩამოიშლება“

ჰოჯესი: „რუსები იფიტებიან, უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა და რუსული ძალა ჩამოიშლება“

08/08/2022 14:12:35 მსოფლიო

ფრონტის ბევრი სექტორიდან არის სიგნალი, რომ რუსები იფიტებიან,– ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა სარდალმა ბენ ჰოჯსმა საინფორმაციო ტელემარათონის დროს განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე, თუ რა მდგომარეობაშია რუსული არმია ახლა, გოგესმა აღნიშნა, რომ ის ამოწურულია.

„ჩვენ ვხედავთ, ბევრი სექტორიდან არის სიგნალები, რომ ისინი იფიტებან. ხალხს არ სურს საბრძოლველად რუსეთის ჯარს შეუერთდეს. არის იდეოლოგიური, მენტალური პრობლემა, რადგან მოსკოვ–პეტერბურგის ელიტის შვილებს არ სურთ შეიარაღებული ძალების რიგებში გაწევრიანება. ამიტომ, შორეული რეგიონებიდან იზიდავს ხალხს და იწვევენ დაქირავებულებს. ეს ყველაფერი დაღლილობის სიმპტომებია“, - თქვა ევროპაში აშშ-ს არმიის ყოფილმა სარდალმა.

გარდა ამისა, მისივე თქმით, უკრაინა იღებს საუკეთესო აღჭურვილობას, რომელსაც ვერაფერი დაუპირისპირდება, მით უფრო, რომ რუსეთის სამხედრო მრეწველობა სანქციების მძიმე წნეხის ქვეშ იმყოფება: რუსებს არ შეუძლიათ ქვეყანაში იმ მაღალი ხარისხის ფოლადის შეტანაც, რაც არტილერიას სჭირდება:

უნდა გავმაგრდეთ, უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა, მხარი დავუჭიროთ სანქციებს და ვფიქრობ, რაღაც მომეტში რუსული ძალა ჩამოიშლება“.

მისი თქმით, უკრაინა მაღალი სიზუსტის იარაღისა და საჰაერო თავდაცვის პირობებში წლის ბოლომდე შეძლებს, რუსეთს უკან 24 თებერვლამდელ პოზიციებამდე დაახევინოს. კერძოდ, კერძოდ, მისი ქმით, რუსული ლოჯისტიკური სისტემა გამოფიტულია და მიმდინარე ზაფხულის ბოლომდე ოკუპანტები ვერ განახორციელებენ შეტევით მოქმედებებს:

„მეორე მხრივ, უკრაინას ექნება შესაძლებლობა, რუსული ძალები 23 თებერვლის პოზიციებამდე წლის ბოლომდე უკუაგდოს. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ ექნება ზუსტი და დიდ რადიუსზე მოქმედი იარაღი და საჰაერო თავდაცვა. ეს ყველაფერი უნდა უზრუნველყოს შეერთებულმა შტატებმა“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S