Accentnews.ge
ომბუდსმენის საერთაშორისო ინსტიტუტმა რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისარს წევრობა გაუუქმა

ომბუდსმენის საერთაშორისო ინსტიტუტმა რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისარს წევრობა გაუუქმა

08/08/2022 13:12:11 მსოფლიო

ომბუდსმენთა საერთაშორისო ინსტიტუტის (IOI) მმართველმა საბჭომ რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს პროფესიული ეთიკის და მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევის მიზეზით ორგანიზაციის წევრობა გაუუქმა.

გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კომისრის განცხადებები, რომლებიც ამართლებდნენ უკანონო შეჭრას.

ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საქართველოს სახალხო დამცველმაც.

საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტი 1978 წელს დაარსდა. ის ერთადერთი გლობალური ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის 200-ზე მეტ დამოუკიდებელ ომბუდსმენის ინსტიტუტთან თანამშრომლობს. მმართველთა საბჭო კი მსოფლიოს 6 რეგიონიდან არჩეული 24 წევრისგან შედგება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S