ოკუპირებული ზაპოროჟიეს ხელმძღვანელმა უკანონო რეფერენდუმის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი
08/08/2022 12:02:09 მსოფლიო
რუსეთის ხელისუფლების მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს რეგიონის ხელმძღვანელმა ევგენი ბალიცკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას რეგიონის რუსეთში შესვლის საკითხზე "რეფერენდუმის" ჩატარების შესახებ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე განაცხადა, რომ რუსეთი დაასამარებს უკრაინის ხელისუფლებასთან "მოლაპარაკების ნებისმიერ შანსს", თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების ჩატარებას დაიწყებს.
მანამდე თეთრი სახლის წარმომადგენელმა თქვა, რომ ვაშინგტონი აკვირდება რუსეთის გეგმებს უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსიის შესახებ და გააფრთხილა რუსეთი, რომ ეს მცდელობები მისთვის შედეგების გარეშე არ დასრულდება.
დღეისთვის რუსული ჯარები აკონტროლებენ ხერსონის რეგიონის თითქმის მთელ ტერიტორიას რეგიონული ცენტრის ჩათვლით და ზაპოროჟიეს რეგიონის ტერიტორიის დაახლოებით 60 პროცენტს. ქალაქი ზაპოროჟიე რჩება უკრაინის კონტროლის ქვეშ.


