აზერბაიჯანის განცხადებით, ბოლო 24 საათში სომხეთმა 10-ჯერ გახსნა ცეცხლი აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით, ერევანი ბაქოს ბრალდებებს უარყოფს
08/08/2022 08:47:30 მსოფლიო
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, , ბოლო 24 საათში სომხეთმა 10-ჯერ გახსნა ცეცხლი აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით.
„აზერბაიჯანის არმიის პერსონალს შორის დანაკარგი არ არის. ყველა შემთხვევაზე აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების მიერ მიღებულ იქნა ადეკვატური ზომები“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის უწყება აზერბაიჯანის განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებს და აცხადებს, რომ "სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება შედარებით სტაბილურია და იმყოფება სომხეთის შეიარაღებული ძალების სრული კონტროლის ქვეშ".


