Accentnews.ge
ისრაელსა და „ისლამურ ჯიჰადს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა

ისრაელსა და „ისლამურ ჯიჰადს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა

08/08/2022 05:19:19 მსოფლიო

ისრაელსა და დაჯგუფება „ისლამურ ჯიჰადს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში შევიდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში აცხადებენ, რომ თუ შეთანხმება დაირღვევა, "ისრაელის სახელმწიფო ინარჩუნებს უფლებას მკაცრი რეაგირება მოახდინოს".

ამასთან, პრემიერ-მინისტრის ოფისი მადლობას უხდის ეგვიპტეს, რომელიც შეთანხმების მიღწევის მიზნით მოლაპარაკებებს შუამავლობდა.

შეთანხმების პირობები ჯერ–ჯერობით არ საჯაროვდება, თუმცა ეგვიპტის ოფიციალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იუწყება, რომ ზავის ამოქმედების მიზნით კაირო მუშაობდა ისრაელის მიერ ექვსი დღის წინ დატყვევებული „ისლამური ჯიჰადის“ მებრძოლის გათავისუფლებაზე, ასევე – ისრაელის ციხეში მყოფი მოშიმშილე პალესტინელი პატიმრის საავადმყოფოში გადაყვანაზე.

ისრაელსა და დაჯგუფება „ისლამურ ჯიჰადს“ შორის ზავი დაახლოებით 50 საათიან ესკალაციას მოჰყვა, რომელიც ისრაელის მიერ ღაზას სექტორში „ისლამური ჯიჰადის“ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ დაიწყო. პალესტინელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, კონფლიქტს სულ მცირე 44 მშვიდობიანი მოქალაქე და მებრძოლი ემსხვერპლა, მათ შორის 15 ბავშვია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S