Accentnews.ge
რუსი დეპუტატი – გერმანელ ჟურნალისტს: "მოვალთ და ყველას დაგხოცავთ" (ვიდეო)

რუსი დეპუტატი – გერმანელ ჟურნალისტს: "მოვალთ და ყველას დაგხოცავთ" (ვიდეო)

08/08/2022 04:24:40 მსოფლიო

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, "ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის" წევრი ალექსეი ჟურავლიოვი გერმანელ ჟურნალისტს მოკვლით დაემუქრა.

შესაბამისი განცხადება მან რუსული სახელმწიფო ტელევიზიის პროპაგანდისტული პროგრამის "60 წუთის" პირდაპირ ეთერში გააკეთა.

დეპუტატის განცხადება მოჰყვა ერთ-ერთი გერმანული ტელეარხის სიუჟეტს იმის შესახებ, თუ რა სახის მხარდაჭერას უწევს გერმანია კიევს.

გერმანელ ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს ჯერ გადაცემა "60 წუთის" წამყვანმა, დეპუტატმა ევგენი პოპოვმა უწოდა "გებელსის შთამომავლები" და "სტუდიური ვირთხები", მოგვიანებით, ჟურავლიოვმა "ნაციკი" უწოდა გერმანელ ჟურნალისტს და მას მოკვლით დაემუქრა. უფრო მეტიც, რუსმა დეპუტატმა პირდაპირ ეთერში პირობა დადო, რომ პირადად წავიდოდა და მოკლავდა ჟურნალისტს.

"მინდა, ვუთხრა ამ ნაცებს: ჩვენ ყველანი მოვალთ და ყველას დაგხოცავთ", - განაცხადა ალექსეი ჟურავლიოვმა.

მოგვიანებით, "ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ", რომლის წევრიც არის ჟურავლიოვი, გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ჟურნალისტისთვის მუქარა დეპუტატის "პირადი აზრია და ის არ ემთხვევა პარტიის ხელმძღვანელობის პოზიციას".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S