
„უკრაინის კონფლიქტის მოგვარება აშშ–ის ჩართულობის გარეშე შეუძლებელი იქნება“
08/10/2019 11:55:47 სხვა, მსოფლიო
ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხში აშშ–იც უნდა იყოს ჩართული.
„უკრაინის კონფლიქტის მოგვარება აშშ–ის ჩართულობის გარეშე შეუძლებელი იქნება“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით შექმნილია „ნორმანდიის ფორმატი“, რომლის შემადგენლობაშიც რუსეთი, უკრაინა, გერმანია და საფრანგეთი შედიან.