Accentnews.ge
იაპონია უკრაინას მცირე ზომის დრონებსა და სამოქალაქო ფურგონებს გადასცემს

იაპონია უკრაინას მცირე ზომის დრონებსა და სამოქალაქო ფურგონებს გადასცემს

05/08/2022 14:57:25 მსოფლიო

იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანა უკრაინას მცირე ზომის დრონებსა და სამოქალაქო ფურგონებს გადასცემს. როგორც უწყებაში აღნიშნეს, ზემოხსენებული ტექნიკის მიწოდება უკრაინის მთავრობის თხოვნის საფუძველზე მოხდება.

"რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას კვლავ აგრძელებს. ამის ფონზე, ჩვენ უკრაინას მივაწოდეთ ჩაფხუტები, დამცავი ნიღბები, ჯავშანჟილეტები, მცირე დრონები და ა.შ. თავდაცვის სამინისტრო და თავდაცვის ძალები აუცილებლად გააგრძელებენ უკრაინის მაქსიმალურ მხარდაჭერას". - აღნიშნულია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ იაპონიის მიერ უკრაინისთვის ივნისში გაგზავნილი 30 დრონი უფრო მეტად კომერციული გამოყენების იყო, ვიდრე თავდაცვითი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S