Accentnews.ge
მედია – პუტინ–ერდოღანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები სავარაუდოდ, უკრაინაში ომის შეჩერების გზებსა და სირიაში ახალი კონფლიქტის შესაძლო დაწყებას უკავშირდება

მედია – პუტინ–ერდოღანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები სავარაუდოდ, უკრაინაში ომის შეჩერების გზებსა და სირიაში ახალი კონფლიქტის შესაძლო დაწყებას უკავშირდება

05/08/2022 12:20:32 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქალაქ სოჭში რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების გასამართავად ჩავიდა.

როგორც ბრიტანული მედია იუწყება, პუტინ–ერდორანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები სავარაუდოდ, უკრაინაში ომის შეჩერების გზებსა და სირიაში ახალი კონფლიქტის შესაძლო დაწყებას უკავშირდება.

გარდა ამისა, ორი ლიდერი გეგმავს დეტალურად განიხილოს რუსეთისა და თურქეთის თანამშრომლობის თემები, მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაფართოების პერსპექტივები და ერთობლივი სტრატეგიული პროექტების განხორციელება ენერგეტიკულ სექტორში.

კრემლის პრეს–სპიკერმა დმიტრი პესკოვმა გასულ კვირას განაცხადა, რომ პუტინი და ერდოღანი სამხედრო და ტექნიკური თანამშრომლობის, ასევე უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის საკითხებს განიხილავენ.

შეხვედრის შემდეგ ლიდერების ერთობლივი პრეს–კონფერენცია დაგეგმილი არ არის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S