Accentnews.ge
აშშ და რუსეთი მზად არიან პატიმართა გაცვლის შესახებ მოლაპარაკებისთვის

აშშ და რუსეთი მზად არიან პატიმართა გაცვლის შესახებ მოლაპარაკებისთვის

05/08/2022 11:01:57 მსოფლიო

აშშ და რუსეთი მზად არიან პატიმართა გაცვლის შესახებ მოლაპარაკებისთვის.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის, განიხილოს ვაშინგტონთან პატიმრების გაცვლის საკითხი პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ 2021 წლის ივნისში ჟენევის სამიტზე შეთანხმებული და დღემდე არსებული დიპლომატიური არხის საშუალებით.

"ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ იმ არხის ფარგლებში, რომელიც პრეზიდენტებმა პუტინმა და ბაიდენმა შეათანხმეს", - განაცხადა ლავროვმა 5 აგვისტოს კამბოჯაში ორგანიზაცია ASEAN-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრეს–კონფერენციაზე.

საპასუხოდ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დასძინა, რომ ვაშინგტონი "შეეცდება" მიაღწიოს რუსეთის ამ წინადადების რეალიზებას.

"დღეს დილით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა [ლავროვმა] განაცხადა ... რომ ისინი მზად არიან, მონაწილეობა მიიღონ პატიმართა გაცვლაში", - თქვა ბლინკენმა კამბოჯაში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე და დასძინა, რომ აშშ "გააგრძელებს ძალისხმევას, რომ მიაღწიოს" კალათბურთის ამერიკელი ვარსკვლავის გათავისუფლებას.

29 ივლისს CNN–მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუსეთი მოითხოვს, რომ აშშ–მა მოსკოვისთვის გადასაცემი ტყვეთა სიას კიდევ ერთი პირი დაამატოს. კერძოდ, გამოცემის ცნობით, რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები 2 ამერიკელის – კალათბურთის ვარსკვლავის ბრიტნი გრინერისა და ყოფილი საზღვაო ქვეითის პოლ უელანის გათავისუფლების სანაცვლოდ, მოითხოვენ ვაშინგტონმა მოსკოვს რუს იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტთან ერთად საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ვადიმ კრასიკოვიც გადასცეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S