Accentnews.ge
აზერბაიჯანმა და კორეამ მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორში ერთობლივი ინიციატივები განიხილეს

აზერბაიჯანმა და კორეამ მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორში ერთობლივი ინიციატივები განიხილეს

05/08/2022 10:39:09 მსოფლიო

აზერბაიჯანმა და კორეამ მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორში ერთობლივი ინიციატივები განიხილეს, – იუწყება აზერბაიჯანული მედია.

შესაბამისი დიალოგი აზერბაიჯანის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარის ორხან მამედოვსა და კორეის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს აზერბაიჯანის ოფისის დირექტორს მუნ ჯონგ-ჰიუნს შორის გაიმართა.

აზერბაიჯანი და კორეა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობენ.

კორეული კომპანიები წარმატებით ოპერირებენ აზერბაიჯანის სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორში და მათ გარკვეული როლი მიუძღვით ბაქოს თანამედროვე არქიტექტურული იმიჯის შექმნასა და დიდი სამრეწველო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში.

2021 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 227,6 მილიონი დოლარი შეადგინა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და კორეის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 23 მარტს დამყარდა. კორეის საელჩო აზერბაიჯანში 2006 წლის 4 მარტს გაიხსნა, ხოლო აზერბაიჯანის საელჩო კორეაში – 2007 წლის 14 მარტს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S