Accentnews.ge
"ბუნებრივია, რომ აქ სიყვარული არ გამოხატონ მათ მიმართ, ვინც იბრძოლეს და იბრძოლებენ ჩვენ წინააღმდეგ"

"ბუნებრივია, რომ აქ სიყვარული არ გამოხატონ მათ მიმართ, ვინც იბრძოლეს და იბრძოლებენ ჩვენ წინააღმდეგ"

05/08/2022 09:03:34 საზოგადოება

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოში რუსეთის ხელისუფლებისა და მოქალაქეების მიმართ მოსახლეობა სიყვარულს არ გამოხატავს.

მისი თქმით, თუ მმართველი პარტიის ლიდერები მოქალაქეების ამ განწყობაში ქსენოფობიის ნიშნებს ხედავენ, მიმართვის შემთხვევაში მზად არიან საკითხი შეისწავლო და "არაპოპულარული" დასკვნაც დადონ.

მან აღნიშნა, რომ რუსეთის მოქალაქეების მიმართ ქსენოფობიის მტკიცებულებები მათ ამ დროისთვის არ აქვთ.

"8 აგვისტო მოდის, ჩემთვის გასაკვირია, რატომ უკვირთ ამ ქვეყანაში, რომ იქ, სადაც 300 ათასზე მეტი დევნილია და ათასობით ადამიანი დაიღუპა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტების შედეგად ბოლო ათწლეულებში და რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა და თავს დაესხა სუვერენულ სახელმწიფოს - უკრაინას, ცოტა არ იყოს მიკვირს, რატომ უკვირთ მმართველი პარტიიდან პოლიტიკოსებს, რომ შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსეთის ხელისუფლების და იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შეიძლება იბრძოდნენ ამ ქვეყნის წინააღმდეგ ან მომავალში, როცა მათი ხელისუფლება დაუძახებს, იბრძოლონ. ეს ძალიან ბუნებრივია, რომ მოქალაქეებმა სიყვარული არ გამოხატონ", -განაცხადა სახალხო დამცველმა.

ნინო ლომჯარიას ამ კომენტარს წინ უსწრებდა სახელისუფლებო პარტიაში "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგი. მან თქვა, რომ საქართველოში ქსენოფობიის რუსეთის მოქალაქეების მიმართ ქსენოფობიის გაღვივების მიზანია ქვეყანის ომში ჩარვა:

"რასაც პირდაპირი ფორმით ვერ მიაღწიეს, ახლა იმის მიღწევას ირიბი გზით, ქსენოფობიური კამპანიით ცდილობენ. მათი გათვლა მარტივია. ქსენოფობიური კამპანიით უნდა გაღვივდეს აგრესია რუსეთის მოქალაქეების მიმართ, რამაც უნდა გამოიწვიოს ესკალაცია და ინციდენტები. რაც ემსახურება ერთადაერთ მიზანს, საქართველო რამენაირად ჩართონ სამხედრო კონფლიქტში".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S