POLITICO - პუტინის მიმართ გერმანიის არასწორ მიდგომაში ყველაზე მეტად დამნაშავე 12 გერმანელი
05/08/2022 07:50:55 მსოფლიო
POLITICO აქვეყნებს 12 გერმანელის ვინაობას, ვინც, გამოცემის ცნობით, რუსეთისა და მისი ლიდერის ვლადიმირ პუტინის მიმართ გერმანიის არასწორ მიდგომაში ყველაზე მეტად არის დამნაშავე.
POLITICO–ს სიაში შემდეგი პირები ფიგურირებენ:
ანგელა მერკელი

"არც ერთი გერმანელი არ არის იმაზე მეტად პასუხისმგებელი უკრაინის კრიზისზე, ვიდრე მერკელი. მისი წინამორბედის ხრიკებმა შეიძლება, დაჩრდილა ეს რეალობა საზოგადოების აღქმაში, მაგრამ ფაქტები სხვას მეტყველებენ. მერკელი, რომელიც კანცლერის თანამდებობას 2005 წლიდან 2021 წლამდე იკავებდა, იყო ნატო–ს მიერ უკრაინის წევრობაზე უარის თქმის უკან მდგარი ერთგვარი მამოძრავებელი ძალა იყო. რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრის, სირიის სასტიკი დაბომბვის, ყირიმის ანექსიის, დონბასში ომის, თვითმფრინავის MH17-ის ჩამოგდების, ბერლინის ცენტრში ზელიმხან ხანგოშვილის ბანდიტური მკვლელობის შემდეგ მერკელი დაჟინებით ირწმუნებოდა, რომ პუტინთან გონივრული საუბარი შესაძლებელი იყო.
იგი იმდენად დარწმუნებული იყო, რომ რუსეთთან ურთიერთობა იყო მშვიდობის გზა, რომ მან 2015 წელს მწვანე შუქი აუნთო საკამათო "Nord Stream 2"–ის პროექტს, მიუხედავად პუტინის მიერ ყირიმის ოკუპაციისა და აღმოსავლეთ უკრაინაში ომისა. მას შემდეგ, რაც ბოლო ომი დაიწყო, მერკელმა ფაქტობრივად დუმილი არჩია. აპრილში მან პრეს–სპიკერის მეშვეობით განაცხადა, რომ მხარს უჭერდა მის 2008 წლის გადაწყვეტილებას უკრაინის ნატო–ში გაწევრიანების დაბლოკვის თაობაზე.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

ყოფილი კანცლერის გერჰარდ შროდერის დიდი ხნის მესაიდუმლე შტაინმაიერი თავიდანვე უჭერდა მხარს გერმანიის ენერგეტიკული ალიანსს რუსეთთან, მათ შორის "Nord Stream 2"–ის პროექტის განხორციელებით. ბევრი სოციალ-დემოკრატის მსგავსად, შტაინმაიერიც ამტკიცებდა, რომ პროექტი მშვიდობის გარანტიას იძლეოდა რუსეთსა და გერმანიას შორის ურთიერთდამოკიდებულების შექმნით. შტაინმაიერმა, რომელსაც მერკელი მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა, განაგრძო ამ პროექტის მხარდაჭერა მოსკოვის მზარდი აგრესიული ქმედებების ფონზე.
გარდა ამისა, მან გადამწყვეტი როლი ითამაშა უკრაინაში დიპლომატიური გადაწყვეტილებების იძულების მცდელობაში, განსაკუთრებით საგულისხმოა ე.წ. შტაინმაიერის ფორმულა, რომელიც გაამყარებდა რუსეთის გავლენას ქვეყანაში.
შტაინმაიერმა, რომელიც ამჟამად გერმანიის პრეზიდენტია, ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ არასწორი იყო "Nord Stream 2"–ის პროექტის მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ "არასწორად შეაფასა პუტინი".
გერჰარდ შრედერი

2005 წელს გერჰარდ შრედერი ანგელა მერკელთან კანცლერობისთვის ბრძოლაში დამარცხდა. მას შეეძლო პენსიაზე წასვლა ჰანოვერში ოჯახთან ერთად მშვიდი ცხოვრების გაგრძელება, თუმცა მან აირჩია ემსახურა რუსულ სახელმწიფო ენერგოკომპანიაში.
ერთადერთი დადებითი, რაც შრედერზე შეიძლება, ითქვას, არის ის, რომ მას მარადიული ერთგულება შეუძლია. სამწუხაროდ, მისი ლოიალობის ობიექტი პუტინია. შეიძლება, ვინმემ შრედერს აპატიოს "Nord Stream" მილსადენის პროექტის მხარდაჭერა, ბოლოს და ბოლოს, დასავლეთშიც ბევრი ცდებოდა პუტინთან დაკავშირებით, მაგრამ უკან დახევის ნაცვლად, შრედერმა გახდა პუტინის ყველაზე დიდი დამცველი დასავლეთში. იგი ამ როლის შესრულებას კვლავ აგრძელებს. მან ცოტა ხნის წინ "The New York Times"-ს განუცხადა, რომ რუსეთის ომი "შეცდომა" იყო, მაგრამ საკუთარ ქმედებებზე რეაგირება არ მოუხდენია.
ჯო კეზერი

საინჟინრო გიგანტის Siemens-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯო კეზერი ძალისხმევას არ იშურებდა რუსეთში ბიზნესის კეთების მიმართულებით. 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ, კეზერმა უარი განაცხადა მოსკოვში მოგზაურობის გაუქმებაზე და პუტინთან თავის პირად რეზიდენციაში შეხვედრაზე. "არ დავუშვებ, რომ დროებითმა ტურბულენტობამ ჩვენს გრძელვადიან გეგმებზე დიდი გავლენა მოახდინოს“, – აცხადებდა იმჟამად კეზერი. თუმცა ცოტა ხნის წინ მან ბოდიში მოიხადა ამ კომენტარისთვის და თქვა, რომ "პუტინმა ის მოატყუა".
ვოლფგანგ რეიცლე

გერმანელი ბიზნესმენი სამრეწველო გაზის გიგანტის Linde-ს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა იკავებდა 2022 წლის მარტამდე. 2021 წელს Linde–მ რუსულ "Gazprom"–თან 6 მილიარდი დოლარის ოდენობის შეთანხმება გააფორმა, რომელიც გაზის გადამამუშავებელი ჰაბის აშენებას ითვალისწინებს რუსეთ–ესტონეთის საზღვართან. კომპანია პროექტის განხორციელებას ამ დრომდე აგრძელებს.
ცოტა ხნის წინ Linde–მ განაცხადა, რომ „ღრმად შეშფოთებულია ჰუმანიტარული კრიზისის გამო“. თუმცა არც ისე საკმარისად შეშფოთებულია, რომ პუტინთან ბიზნესი შეწყვეტოს.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია

გარედან დანახული თვალით ყოველწლიური კონფერენცია შეიძლება, სხვა არაფერი ჩანდეს, თუ არა კარგი საბაბი მსოფლიო ელიტებისთვის უბრალოდ ისიამოვნონ ქალაქით. თუმცა იგი ასევე შესანიშნავი ადგილია ბიზნესისა და სოციალიზაციისთვის, რის გამოც ბევრი წარმომადგენელი მოდის ბიზნეს სამყაროდან. კონფერენციის მოქმედი პრეზიდენტი ვოლფგანგ იშინგერი და მისი წინამორბედი ჰორსტ ტელჩიკი ყველანაირად ცდილობდნენ, მოეწონებინათ რუსი ოფიციალური პირები და ბიზნესმენები. ამ ყველაფრის შედეგი იყო რუსეთის, როგორც გერმანული ბიზნესის პარტნიორის ლეგიტიმაცია, დასავლეთის მიერ ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიუხედავად.
Ost-Ausschuss

Ost-Ausschuss არის ორგანიზაცია რუსულ ბაზარზე წვდომის მოსაპოვებლად. 1950-იან წლებში დაარსებული Ost-Ausschuss–ის ლობის ჯგუფის წევრები არიან გერმანიის ყველაზე ცნობილი ლურჯი ჩიპების ფირმები, BMW-დან VW-მდე და ქიმიური გიგანტი BASF. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ჯგუფი ასევე იყო მოსკოვის საუკეთესო მეგობარი ბერლინში, ის იყო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების წინააღმდეგი. ამასთან, ის მხარს უჭერდა "Nord Stream 2"-ის პროექტს.
ცოტა ხნის წინ Ost-Ausschuss-ის ხელმძღვანელმა ოლივერ ჰერმესმა განაცხადა, რომ გადადგება დაკავებული თანამდებობიდან, რათა "ფოკუსირება გაუწიოს საკუთარ კომპანიას ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტის ნავიგაციაში". მან დაგმო "მკაცრად დაგმო" ომი, მაგრამ ასევე ამტკიცებდა, რომ "საერთო ეკონომიკური დამოკიდებულებები პოტენციურად ხელს უწყობს დეესკალაციას".
მათიას პლატცეკი

იგი გერმანიის ბრანდენბურგის შტატის ყოფილი პრემიერი და სოციალ-დემოკრატების ლიდერია. პლატცეკი ცდილობდა, დაერწმუნებინა გერმანელები, რომ რუსეთისგან არაფრის უნდა შეშინებოდათ. იგი ხშირად ამბობდა, რომ დასავლეთმა უნდა მიმართოს მოსკოვს ნდობის გასამყარებლადო. პლატცეკმა განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა აღიაროს ყირიმი რუსეთის ტერიტორიის ნაწილად. ეს მოთხოვნა მან პირველად წამოაყენა 2014 წელს რუსეთის შეჭრის შემდეგ. მას შემდეგ მან ამ პოზიციას გადახედა.
რუსეთის უკანასკნელი შემოჭრიდან ერთი დღის შემდეგ, პლატცეკმა აღიარა, რომ შეცდა რუსეთთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის შემდეგ მან გერმანულ-რუსული ფორუმის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა "ორ ქვეყანას შორის კავშირების ხელშეწყობისთვის".
გეორგ რესტლე

გერმანიის საზოგადოებრივი ტელევიზიის ცნობილმა რეპორტიორმა რესტლემ გაავრცელა საეჭვო ნარატივი, რომ ნატო–ს აღმოსავლეთით გაფართოება არის დამნაშავე რუსეთის ანტაგონიზაციაში. მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკულად იყო განწყობილი პუტინისა და ომის მიმართ, რესტლემ გაავრცელა სარედაქციო ხაზი გერმანიის დომინანტურ საზოგადოებრივ მაუწყებელში (გერმანელების უმრავლესობისთვის ახალი ამბების ძირითადი წყარო), რომელიც დასავლეთს ასახავდა როგორც დამნაშავეს რუსეთთან და პუტინთან დაპირისპირებაში.
ფრიდრიხ მერცი

იგი გერმანიის კონსერვატორების ახალი ლიდერია. მერცი "Nord Stream 2"-ის პროექტს უჭერდა მხარს. ამასთან, მან გააპროტესტა რუსეთის დაბლოკვა SWIFT–ს გადახდების სისტემიდან. იგი აცხადებდა, რომ "ეს ნაბიჯი შესაძლოა, ატომური ბომბის გაჩენის ტოლფასი ყოფილიყო ფინანსურ ბაზრებზე პოტენციური ზემოქმედების თვალსაზრისით". მოგვიანებით მან შეცვალა პოზიცია და ახლა რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი მიდგომების მომხრეა. ცოტა ხნის წინ იგი კიევშიც ჩავიდა.
იურგენ ჰაბერმასი

იგი გერმანელი გერმანელი ფილოსოფოსია. ჰაბერმასი გერმანიის მიერ უკრაინისთვის იარაღის გაგზავნის წინააღმდეგ გამოვიდა.
მანუელა შვესიგი

იგი გერმანელი პოლიტიკოსია, რომელიც Nord Stream 2"-ის პროექტს უჭერდა მხარს.
„თქვენ გაქვთ არჩევანი რუსულ ან ამერიკულ გაზს შორის. ეს უკანასკნელი აშშ-ის ინტერესებს ემსახურება“, - განუცხადა შვესიგმა დეპუტატებს 2020 წელს.
ცოტა ხნის წინ მან პოზიცია შეცვალა. მისი თქმით, პუტინი უკრაინაზე თავდასხმისთვის პასუხი უნდა აგოს", – იუწყება POLITICO.
სტატია მომზადებულია POLITICO–ს მიედვით.


