აშშ-ში "მაიმუნის ყვავილის" გავრცელების გამო საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს
05/08/2022 05:14:31 მსოფლიო
აშშ-ში "მაიმუნის ყვავილის" გავრცელების გამო საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.
„როიტერის“ ცნობით, აშშ-ში "მაიმუნის ყვავილით" დაავადების 6 600 შემთხვევა აღრიცხეს. აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა მოუწოდა მოქალაქეებს, დაავადების გავრცელებას სერიოზულად მიუდგნენ.
მანამდე "მაიმუნის ყვავილის" გავრცელება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც.


