Accentnews.ge
სამხრეთ კორეამ ტაივანთან ფრენები დროებით შეაჩერა

სამხრეთ კორეამ ტაივანთან ფრენები დროებით შეაჩერა

04/08/2022 19:29:24 მსოფლიო

სამხრეთ კორეამ ტაივანთან ფრენები დროებით შეაჩერა.

კორეული მედიის ცნობით, "Korean Air"-მა ინჩეონსა და ტაივანს შორის პარასკევისა და შაბათისთვის დაგეგმილი ფრენები გააუქმა.

მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ჩინეთმა აზიაში მოქმედი ავიაკომპანიები გააფრთხილა, თავი აერიდებინათ ტაივანის ცაზე ფრენისთვის. ჩინეთმა ამ საკითხზე ოფიციალური შეტყობინება ავიაკომპანიებს 2 აგვისტოს გაუგზავნა. შეტყობინებაში საჰაერო სივრცის 6 რეგიონი "საშიშ ზონად" იყო განსაზღვრული.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ დღეს ჩინეთის არმიამ კუნძულთან ახლოს მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. სამხედრო წვრთნები ადგილობრივი დროით 12:00-ზე დაიწყო და 7 აგვისტოს დასრულდება.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ სამხედროები მზადყოფნაში არიან მოყვანილი და ვიზიტის საპასუხოდ დაიწყებენ "მიზანმიმართულ სამხედრო ოპერაციებს".

ჩინეთის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ გააძლიერეს თავდაცვითი ზომები.

ამასთან, იაპონია აცხადებს, რომ წვრთნებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას იაპონიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონას.

"იქედან გამომდინარე, რომ წვრთნები, მათ შორის ცოცხალი ცეცხლის გამოყენებით დაანონსდა, იაპონიამ შეშფოთება გამოხატა ჩინურ მხარესთან", – განაცხადა იაპონიის მთავრობის პრეს–სპიკერმა ჰიროკაზუ მაცუნომ.

ამავე თემაზე: რა თქვა პელოსიმ ტაივანში და ამერიკელი პოლიტიკოსის ვიზიტთან დაკავშირებით ჩინეთის, რუსეთის, იაპონიისა და გერმანიის მიერ გამოხატული რეაქცია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S