Accentnews.ge
"ილოცე", "არ იფიქრო", "არ გაბედო"– პერმში გრაფიტი გამოჩნდა რუსეთში ცხოვრების წესებით

"ილოცე", "არ იფიქრო", "არ გაბედო"– პერმში გრაფიტი გამოჩნდა რუსეთში ცხოვრების წესებით

04/08/2022 13:27:45 მსოფლიო

პერმში გამოჩნდა ტრაფარეტული გრაფიტი, რომელშიც ინსტრუქციის სახით ჩამოთვლილია რუსეთში ცხოვრების წესები, რომელთა შორისაა: "ამას მხარი დაუჭირე", "არ დაწერო", "არ იფიქრო", „არ გაბედო“, „მანდ ნუ დგახარ“, „იქ არ შეხვიდე“,“იქ არ დაჯდე“, "ილოცე", „ქედი მოიხარე“, "დამშვიდდი", "გადაიხადე", "დაიბადე" . ნამუშევრის სახელწოდებით, "შედეგები" ავტორი არის ქუჩის მხატვარი, რომელიც ხელს აწერს როგორც Ffchw.

გრაფიტი მოიცავს 37 პუნქტს იმის შესახებ, თუ რა შეიძლება და არ შეიძლება გაკეთდეს რუსეთში. ავტორის თქმით, ნამუშევრის შექმნას ერთ დღეზე მეტი დასჭირდა, რის შემდეგაც ის მოხატეს.

ადრე ვოლგოგრადში გრაფიტი გამოჩნდა ცხედრის ჩასასვენებელი სასახლეებით და წარწერით „თუთია ჩვენია“. სურათის კუთხეში არის ასო „Z“, რომელიც უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის სიმბოლოა. ნამუშევრის ფოტო გამოაქვეყნა ვოლგოგრადის ქუჩის მხატვარმა ფსევდონიმით „ფილიპენცო“. კომენტარში მან რუსეთს აგრესორი ქვეყანა უწოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S