Accentnews.ge
თავდაცვის მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა

08/10/2019 09:42:41 სხვა, თავდაცვა, რეკლამა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს საქართველოში, ისა ალბაშა ალნოაიმს უმასპინძლა. 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამხედრო-სამრეწველო სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S