Accentnews.ge
იტალიაში „პუტინის სასახლის“ არქიტექტორის ქონება დააყადაღეს

იტალიაში „პუტინის სასახლის“ არქიტექტორის ქონება დააყადაღეს

04/08/2022 13:12:55 მსოფლიო

იტალიის ფინანსურმა პოლიციამ არქიტექტორ ლანფრანკო ცირილოს ქონება დააყადაღა. მას ბრალად ედება გადასახადებისგან თავის არიდება, ფულის გათეთრება და თაღლითობა.

არქიტექტორი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა რუსეთში, აშენებდა სასახლეებსა და ვილებს 40-ზე მეტი რუსი ოლიგარქისთვის. ის ასევე ცნობილია როგორც გელენჯიკის მონუმენტური შენობის – „პუტინის სასახლის“ არქიტექტორი.

იტალიის ფინანსური პოლიციის ანგარიშში მითითებულია, რომ არქიტექტორი 2013 წლიდან 2019 წლამდე გადასახადებს არ იხდიდა.

გაზეთ La Reppublica-ს ცნობით, ჩამორთმეული ქონების სიაში შედის ცირილოს ბინები და სახლები, მისი საბანკო ანგარიშები, სამკაულები, ხელოვნების ნიმუშების კოლექცია, რომელიც მოიცავს პაბლო პიკასოს, ვასილი კანდინსკის, პოლ სეზანის, ჯორჯო დე კირიკოს და ლუჩო ფონტანას ნახატებს. ასევე, რუსეთში რეგისტრირებული პერსონალური შვეულმფრენი და ნაღდი ფული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S