Accentnews.ge
ზელენსკის სი ძინპინთან "პირდაპირ" საუბარი სურს რუსეთის შესახებ

ზელენსკის სი ძინპინთან "პირდაპირ" საუბარი სურს რუსეთის შესახებ

04/08/2022 12:27:02 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, "პირდაპირ" ისაუბროს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან რუსეთთან მიმდინარე კონფლიქტის შესახებ, რადგან ჩინეთი, სავარაუდოდ, ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია, გავლენა მოახდინოს მოსკოვის პოზიციაზე. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა South China Morning Post-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, რუსული ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ კიევმა ოფიციალურად სთხოვა პეკინს საუბარი, მაგრამ ეს ჯერ არ შემდგარა.

ზელენსკიმ მოუწოდა ჩინეთს, გამოიყენოს თავისი უზარმაზარი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა რუსეთზე, რათა დაასრულოს საბრძოლო მოქმედებები.

"ეს არის ძალიან ძლიერი სახელმწიფო. ეს არის ძლიერი ეკონომიკა... ამიტომ, [მას] შეუძლია პოლიტიკურად და ეკონომიკურად გავლენა მოახდინოს რუსეთზე. გარდა ამისა, ჩინეთი არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი", - ციტირებს ზელენსკის მედიასაშუალება.

ეს არის უკრაინის პრეზიდენტის პირველი ინტერვიუ აზიურ მედიასთან რუსული შემოჭრის დაწყების შემდეგ. ჩინელმა ჟურნალისტებმა დაურეკეს ზელენსკის Zoom-ის საშუალებით, საუბარი 40 წუთს გაგრძელდა.

რუსეთის მიერ უკრაინაში სეჭრის შემდეგ ჩინელმა ოფიციალ;ურმა პირებმა არაერთხელ დაუჭირეს მხარი მოლაპარაკებებს და კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას. ამასთან, ჩინეთი არ შეუერთდა მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

დიპლომატიურ დონეზე პეკინი მხარს უჭერს მოსკოვს, გმობს სანქციებს და თავს იკავებს გაერო–ს უშიშროების საბჭოში კენჭისყრაში მონაწილეობისგან, თუ რეზოლუცია ეხება რუსეთს. თუმცა, ჩინური კომპანიები, მეორადი სანქციების შიშით, ტოვებენ რუსულ ბაზარს.

Washington Post-ის წყაროების ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თავის თანაშემწეებს დაავალა, ეპოვათ გზები რუსეთის დასახმარებლად, თუმცა დასავლეთის სანქციების ქვეშ აღმოჩენის გარეშე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S