Accentnews.ge
რუსეთი "რუსოფობიური გამონათქვამების" გამო ქვეყნიდან ნორვეგიის კონსულის გაძევებას მოითხოვს

რუსეთი "რუსოფობიური გამონათქვამების" გამო ქვეყნიდან ნორვეგიის კონსულის გაძევებას მოითხოვს

04/08/2022 11:30:12 მსოფლიო

4 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ნორვეგიის სამეფოს ელჩი რუნე რესალანდი, რომელსაც ნორვეგიის გენერალური საკონსულოს კონსულის ელიზაბეტ ელინგსენის "მიუღებელ ქცევასთან" დაკავშირებით საპროტესტო ნოტა გადასცეს.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, 6 ივლისს მურმანსკის სასტუმროში მყოფმა ნორვეგიის კონსულმა "თავს შეურაცხმყოფელი რუსოფობიური განცხადებების გაკეთების უფლება მისცა".

ტელეგრამის არხით 30 ივლისს გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ სასტუმრო ოთახის დალაგების ლოდინისგან შეწუხებული ელინგსენი შეუფერებელი სიტყვებით მოიხსენიებს სასტუმროს თანამშრომლებსა და ზოგადად რუსებს.

"მომხდარის შემდეგ, ელიზაბეტ ელინგსენის რუსეთში დარჩენა შეუძლებელია", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ "ძალიან წუხს" ამ ინციდენტის გამო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S