Accentnews.ge
დონეცკის ოლქში საარტილერიო შეტევების თაობაზე იუწყებიან

დონეცკის ოლქში საარტილერიო შეტევების თაობაზე იუწყებიან

04/08/2022 11:23:42 მსოფლიო

4 აგვისტოს რუსეთის დაბომბვის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა ქალაქ ტორეცკაიაში, რომელიც დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონში მდებარეობს, - ამის შესახებ დონეცკის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ განაცხადა.

მისი თქმით, ოთხ დაჭრილს შორის სამი ბავშვია.

"წინასწარი ინფორმაციით, დაბომბვა საარტილერიო დანადგარიდანგანხორციელდა. ერთი ბომბი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე ჩამოვარდა, სადაც იმ დროს მრავალი ადამიანი იყო შეჯგუფებული", - წერს კირილენკო სოცილაურ ქსელში.

გარდა ამისა, რუსეთის არმიის იერიშის შედეგად დაზიანდა ეკლესია, სადაც დაჭრილია მღვდელი. სროლის შედეგად დაზიანდა ასევე მიმდებარე მაღალსართულიანი შენობები.

თავის მხრივ, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკა ამტკიცებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან ქალაქ დონეცკის ცენტრალურ უბანზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ექვსი კი დაშავდა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა უარყო უკრაინის ჯარების მონაწილეობა დონეცკის დაბომბვაში. მისი თქმით, ქალაქს რუსული ჯარები ან თავად სეპარატისტები ბომბავენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S