Accentnews.ge
"ჩვენს ინტერესებშია, რომ პუტინმა უკრაინაში ომი არ მოიგოს"

"ჩვენს ინტერესებშია, რომ პუტინმა უკრაინაში ომი არ მოიგოს"

04/08/2022 10:26:01 მსოფლიო

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსეთის ომი უკრაინასთან ამჟამინდელ მსოფლიო წესრიგზე თავდასხმაა. მისი თქმით, რუსეთს უკრაინაში გამარჯვების ნება არ უნდა მიეცეს.

"ჩვენს ინტერესებშია, აგრესიული პოლიტიკის ასეთმა ფორმამ წარმატებას ვერ მიაღწიოს... ჩვენს ინტერესებშია, რომ პუტინმა უკრაინაში ომი არ მოიგოს“, - თქვა მან.

სტოლტენბერგმა ევროპაში არსებული ვითარება შეაფასა და განაცხადა, რომ ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სახიფათოა.

მისივე თქმით, თუ პუტინი მსგავს ქმედებას NATO-ს წევრი რომელიმე ქვეყნის მიმართ ჩაიდენს, პასუხს მთელი ალიანსი გასცემს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S