Accentnews.ge
უკრაინამ რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის  ოთხი პირობა დაასახელა

უკრაინამ რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ოთხი პირობა დაასახელა

04/08/2022 10:09:04 მსოფლიო

უკრაინამ რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ოთხი პირობა დაასახელა. როგორც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, კრემლთან მოლაპარაკებების დასაწყებად საჭირო ოთხივე პირობა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას ითვალისწინებს.

„რუსეთთან მოსალაპარაკებლად საჭიროა სწორი პოზიცია. ეს მოიცავს ოთხ მარტივ პუნქტს:

1. შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები და ამერიკული ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები, რათა რუსეთის ლოჯისტიკა განადგურდეს.

2. საჰაერო თავდაცვითი და ანტისარაკეტო სისტემები, რათა უკრაინული ქალაქები იყოს დაცული.

3. შემტევი უპილოტო საფრენი აპარატები – საუკეთესო მონადირეები,

4. ჯავშანტექნიკა კონტრშეტევისთვის“, – წერს პოდოლიაკი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S