Accentnews.ge
პენტაგონი: "ოსტინმა რეზნიკოვს დაუდასტურა, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს"

პენტაგონი: "ოსტინმა რეზნიკოვს დაუდასტურა, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს"

04/08/2022 06:47:51 მსოფლიო

პენტაგონის განცხადებით, აშშ–ის და უკრაინის თავდაცვის მინისტრების ლოიდ ოსტინისა და ოლექსი რეზნიკოვის სატელეფონო საუბრისას ოსტინმა უკრაინელ კოლეგას დაუდასტურა, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

უწყების ცნობით, რეზნიკოვმა ოსტინს მიაწოდა განახლებული ინფორმაცია საბრძოლო მოქმედებების ადგილებში არსებული სიტუაციის შესახებ.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრთან სატელეფონო საუბრის შემდეგ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკული დახმარების ახალი პაკეტი უკრაინის საჭიროებებს პასუხობს.

1 აგვისტოს პენტაგონმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას დამატებით 550 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს და პაკეტი მოიცავს საშუალებებს, რომლებსაც უკრაინელები ეფექტურად იყენებენ საკუთარი ქვეყნის დასცავად. მათ შორისაა 75 ათასი ერთეული 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვი და დამატებითი საბრძოლო მასალები მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემისთვის (HIMARS).

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 1 აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინას მიღებული აქვს 16 მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა(HIMARS). უკრაინელმა სამხედროებმა ამერიკული სარაკეტო სისტემების გამოყენებით, ივლისიდან კონტრშეტევები დაიწყეს ქვეყნის სამხრეთშიც, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას საერთო ჯამში, დაახლოებით 8.8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება უკვე გაუწია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S