Accentnews.ge
აშშ აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებს,  "დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები დაძაბულობის შესამცირებლად და შემდგომი ესკალაციის თავიდან ასარიდებლად"

აშშ აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებს, "დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები დაძაბულობის შესამცირებლად და შემდგომი ესკალაციის თავიდან ასარიდებლად"

04/08/2022 06:42:21 მსოფლიო

აშშ აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებს, "დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები დაძაბულობის შესამცირებლად და შემდგომი ესკალაციის თავიდან ასარიდებლად".

"ვაშინგტონი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს მთიანი ყარაბაღის გარშემო ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების, მსხვერპლისა და დაშავებულების გამო და ყურადღებით ადევნებს თვალყურს ვითარებას. დაძაბულობის ბოლოდროინდელი ზრდა ხაზს უსვამს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული ან გამოწვეული ყველა დარჩენილი საკითხის მოლაპარაკებების, ყოვლისმომცველი და მდგრადი მოგვარების აუცილებლობას“, – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერი ნედ პრაისი.

სომხურ და აზრბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს და არის მსხვერპლი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S