ევროკავშირი აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს
04/08/2022 06:34:48 მსოფლიო
ევროკავშირი აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ავრცელებს.
"ევროკავშირი საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს, რომელიც აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს შორის ლაჩინის დერეფნის გარშემო და კონტაქტის ხაზის გასწვრივ, სხვა ადგილებში დაიწყო. სამწუხაროდ, ამ შეტაკებებს უკვე მოჰყვა მსხვერპლი და არიან დაშავებულები. აუცილებელია დეესკალაცია, ცეცხლის შეწყვეტის სრული დაცვა და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება. ევროკავშირი რჩება ერთგული, დაეხმაროს დაძაბულობის დაძლევაში და განაგრძოს ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“, – აღნიშნულია ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრეს–სპიკერ პიტერ სტანოს განცხადებაში.
სომხურ და აზრბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს და არის მსხვერპლი.


