Accentnews.ge
საფრანგეთის პარლამენტმა შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება განახორციელა

საფრანგეთის პარლამენტმა შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება განახორციელა

04/08/2022 06:32:10 მსოფლიო

საფრანგეთის პარლამენტმა შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება განახორციელა.

„შვედეთისა და ფინეთის წევრობა ჩვენს ალიანსს გააძლიერებს, რათა დავიცვათ ჩვენი ფასეულობები და ცხოვრების წესი და ჩვენი თავისუფლება მათგან, ვინც საფრთხეს უქმნის მათ“, – წერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა სოციალურ ქსელში.

შვედეთმა და ფინეთმა ნატო–ში შესვლა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ გადაწყვიტეს. ალიანსში მათ მიღებას თურქეთი ეწინააღმდეგებოდა, მათ შორის იმ მოტივით, რომ შვედეთი და ფინეთი მფარველობენ „ტერორისტებს“, რომლებსაც ანკარა ებრძვის.

28 ივნისს მადრიდში ნატო–ს წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სამმა ქვეყანამ ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის თანახმად, უნდა შეიქმნას ერთობლივი მექანიზმი ტერორიზმთან საბრძოლველად თანამშრომლობის განმტკიცებისთვის, შვედეთი და ფინეთი კი გადადგამენ შესაბამის ნაბიჯებს შიდა კანონმდებლობის გასამკაცრებლად. მემორანდუმის ხელმოწერიდან მეორე დღეს, 29 ივნისს ნატო–ს ლიდერებმა შვედეთი და ფინეთი ორგანიზაციაში ოფიციალურად მიიწვიეს.

ნატო–ს წევრებად შვედეთის და ფინეთის მიღების ოქმები 5 ივლისს გაფორმდა, რის შემდეგაც ოქმების რატიფიცირების პროცედურა დაიწყეს ალიანსის წევრი 30 სახელმწიფოს პარლამენტებმა. ივლისის ბოლოს, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ან ლინდემ განაცხადა, რომ ოქმების რატიფიცირება უკვე დაასრულა 20-მა ქვეყანამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S