შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა
03/08/2022 18:49:09 მსოფლიო
უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა, რომელიც ოქროსა და ოქროს ნაწარმს ეხება.
„ახალი ზომები, ძირითადად, რუსეთიდან ოქროსა და ოქროს ნაწარმის ყიდვის, იმპორტის ან ტრანსპორტირების აკრძალვას ეხება“, - ნათქვამია ფედერალური საბჭოს განცხადებაში.
გარდა ამისა, შვეიცარია სანქციებს უწესებს რუსეთის უმსხვილეს ბანკს - „სბერბანკს“.


