Accentnews.ge
თურქეთი ჯავშანტექნიკის მოდერნიზებას ახორციელებს

თურქეთი ჯავშანტექნიკის მოდერნიზებას ახორციელებს

03/08/2022 17:20:31 მსოფლიო

თურქეთის შეიარაღებული ძალები მოდერნიზებული ჯავშანტექნიკით აღიჭურვება. პროცესში ჩაერთნენ ადგილობრივი მწარმოებლები და დეველოპერები,– იუწყება თურქული მედია.

FNSS-ის გენერალურმა დირექტორმა ნაილ კურტმა Anadolu-ს განუცხადა, რომ ჯავშანტექნიკის მოდერნიზაციის პროექტს კოორდინაციას უწევს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული თავდაცვის ინდუსტრიის დირექტორატი.

მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, განახლდა ჯავშანტექნიკის შეიარაღების სისტემები. DAF-ის ტიპის კოშკების ნაცვლად, ჯავშანმანქანებზე დამონტაჟებულია ახალი უპილოტო დისტანციური მართვის კოშკები, გაუმჯობესებულია მახასიათებლები, მათ შორის ჯავშანი. განახლდება ხანძარმქრობი სისტემაც.

„საუბარია ჯავშანმანქანებზე, რომელთა ექსპლუატაციის ვადაც 25-30 წელია. მოდერნიზაციის პროცესის შედეგად ჯავშანტექნიკა უფრო მობილური გახდება. მნიშვნელოვანი კომპონენტები სრულად გადიან ტექმომსახურეობას. თანამედროვე აღჭურვილობის ინტეგრაციის წყალობით, ფუქციონირების ვადა იზრდება“, - განაცხადა მან.

კურტმა აღნიშნა, რომ მოდერნიზებული ჯავშანტექნიკის ნაწილი შეიარაღებულ ძალებს წელს, ყველა გამოცდის დასრულების შემდეგ გადაეცემა.

ჯავშანტექნიკის მოდერნიზაციის პროექტი ASELSAN-ისა და FNSS-ის მონაწილეობით 2019 წლის ბოლოს დაიწყო. პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე 133 ერთეული ტექნიკის მოდერნიზება მოხდება.

პროექტი მიზნად ისახავს მანქანების გამძლეობის გაზრდას და მათი თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემებით აღჭურვას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S