რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ დასავლეთთან „თანამშრომლობის ეპოქა“ დასრულდა
03/08/2022 16:22:33 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის დირექტორმა ალექსეი დრობინინმა განაცხადა, რომ დასავლეთთან ოცდაათწლიანი "თანამშრომლობის ეპოქა" დასრულდა.
მისი თქმით, ეს შეიძლება ითქვას უკრაინაში ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ხანგრძლივობისა და შედეგის მიუხედავად.
მისი მტკიცებით, რუსეთი "არამეგობრული სახელმწიფოების აგრესიულ ალიანსთან ბრძოლის მწვავე ფაზაში შევიდა", რომელსაც შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს და რომელსაც, დრობინინის თქმით, მისი, როგორც გეოპოლიტიკური კონკურენტის აღმოფხვრა.
მანამდე რუსულმა პირველმა არხმა აჩვენა ფილმი "მოკლე გზამკვლევი, თუ როგორ მუშაობს მსოფლიო". ამ ფილმის, რომელსაც მისი ავტორები დოკუმენტურს უწოდებენ, მთავარი შინაარსი იყო საუბარი „რუსოფობიისა“ და „რუსეთის მტრების“ შესახებ.
რუსული ძალები უკრაინაში ვლადიმირ პუტინის ბრძანებით 24 თებერვალს შეიჭრნენ. ომის გამო შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვს მკაცრი სანქციები დაუწესეს, რომელიც შეეხო არა მხოლოდ ქვეყნის ხელმძღვანელობასა და რუსულ ბიზნესს, არამედ რიგით მოქალაქეებსაც.


