Accentnews.ge
ნინო ჟიჟილაშვილს „სუს-ის ფაილების“ საქმეზე დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს

ნინო ჟიჟილაშვილს „სუს-ის ფაილების“ საქმეზე დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს

03/08/2022 16:07:22 საზოგადოება

ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილს „სუს-ის ფაილების“ საქმეზე დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს.

ის პროკურატურაში დღეს იმყოფებოდა.

"ახლა პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, რა სისწრაფით წავა გამოძიება. ჩვენი ადვოკატებისგან ვიცით, რომ შესაძლებელია ამ საქმის გაცილებით სწრფ ტემპში წარმოება. ვნახოთ, როგორ პოლიტიკურ ნებას გამოავლენს დღეს საგამოძიებო უწყება, რომელიც, სამწუხაროდ. ხშირად ეს სწორედ პოლიტიკურ დაკვეთაზეა დამოკიდებული“,– განაცხადა ჟიჟილაშვილმა.

ჟურნალისტი ამბობს, რომ კითხვები პროკურატურაში საქმის ირგვლივ დაუსვეს.

„მე სუს-ის ფაილებში დაახლოებით 20-ჯერ ვარ ნახსენები, აქედან 5 არის სრული სატელეფონო ჩანაწერი სასულიერო პირებთან. იყო კითხვები, სად ვნახე მე ეს ჩანაწერები, როგორ მოვიპოვე, როგორ დავაიდენტიფიცირე, გადმომცა თუ არა ვინმემ, მე გადავეცი თუ არა სხვას. მე მივაწოდე ჩემ ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია გამომძიებელს.

ყველა ჩანაწერი, რომელიც კრებსებში ჩემთან დაკავშირებით ვნახე, არის ავთენტური, ეს ჩანაწერები ნამდვილად იყო". - თქვა ნინო ჟიჟილაშვილმა გამოკითხვის დასრულების შემდეგ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S