Accentnews.ge
კრემლი უკრაინის ომში მოხალისეებისთვის გადახდის პირობებს ცვლის

კრემლი უკრაინის ომში მოხალისეებისთვის გადახდის პირობებს ცვლის

03/08/2022 15:12:09 მსოფლიო

უკრაინაში მიმდინარე ომში მონაწილეობისთვის რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში მოხალისეთა ახალ ბატალიონებს ქმნიან. მონაწილეებს ერთჯერადად 300 ათასი რუბლის გადახდას სთავაზობენ, თუმცა ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რიგი რეგიონებიდან მოხალისეებს დაპირებული ანაზღაურების გადახდა გადაუვადეს.

ბაშკირეთში მოხალისეებს 90 დღით "გაუყინეს" ერთჯერადად მისაღები 200 ათასი რუბლი, ამის შესახებ რეგიონის ადმინისტაცია იუწყება. 2 ათასი რუბლის ოდენობის ყოველდღიურ ანაზღაურებას კი თვეში ერთხელ გასცემენ. სარატოვის ორი ქვედანაყოფის მოხალისეები კი 150 ათას რუბლს მიიღებენ, მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის შემდეგ, – აცხადებს ადგილობრივი ხელისუფლება.

ISW-ის ექსპერტების მოსაზრებით, გადახდის პირობების ცვლილება შესაძლოა ხელისუფების შიშით იყოს განპირობებული, რომ მოხალისეები ფულის მიღების შემდეგ უკრაინაში საბრძოლველად არ წავლენ. ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, რეგიონებს საკმარისი სახსრებიც არ აქვთ ახალწვეულთათვის დაუყოვნებლივ გადასახდელად.

გასული კვირის ბოლოს უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილე ჩუვაშეთის ბატალიონ "ატალის" 40-ზე მეტმა მოხალისემ რესპუბლიკის მეთაურს უჩივლა ხელშეკრულებით გათვალისწინებილი თანხის გადაუხდელობის გამო. მოხალისეებს 11 ივლისს, ხელშეკრულების დადებისთანავე 50 ათასი რუბლის გადახდას დაჰპირდნენ, დანარჩენი თანხა კი სამთვიანი სამსახურის შემდეგ უნდა მიეღოთ.

მებრძოლების განცხადებით, არც ერთჯერად თანხა და არც დღიური დახმარება მიუღიათ, რომელიც 2000 რუბლი უნდა ყოფილიყო.

2022 წლის გაზაფხულზე რუსეთის რეგიონებში მოხალისეთა ქვედანაყოფების ჩამოყალიბება დაიწყო, თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმეული კონტაქტი ითვალისწებს მოხალისეთა ანაზღუარებას, ასევე შემწობას მათი ოჯახის წევრებისვის, ომში დაჭრისა და დაღუპვის შემთხვევაში.

ივლისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ პეტერბურგის კოლონიებში მყოფი მსჯავრდებულების რეკრუტირებაც დაიწყო. ექვსთვიანი სამსახურის განმავლობაში პატიმრებს, სავარაუდოდ, ამნისტიას და 200 ათასი რუბლის ოდენობის ხელფასს ჰპირდებოდნენ. გარდაცვალების შემთხვევაში მოხალისეთა ოჯახებს კომპენსაციის სახალით 5 მილიონ რუბლს უხდიან. თუმცა, გამოვლინდა საყურადღებო დეტალი. კერძოდ, როგორც უფლებადამცველებმა გაარკვიეს, პატიმრების ომში ყოფნა იურიდიულად არანაირად არ არის გაფორმებული. ამასთან, გაირკვა, რომ მაგალითად, დაჭრილი პატიმრები დოკუმენტებში მეტსახელებით ფიქსირდებიან. უფლებადამცველები მსგავს პირებს და მათ ოჯახის წევრებს აფრთხილებენ, გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახი კომპენსაციას ვერ მიიღებს, რადგან მეტსახელი პირის იდენტიფიცირებისთვს საკმარისი არაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S