„ოპეკ +“-ის ქვეყნები ნავთობის მოპოვების გაზრდაზე შეთანხმდნენ
03/08/2022 14:33:33 მსოფლიო
„ოპეკ +“-ის ქვეყნები მიმდინარე წლის სექტემბრიდან ნავთობის მოპოვების გაზრდაზე შეთანხმდნენ.
ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მინისტერიალის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ „ოპეკ +“ ნავთობის მოპოვებას დღიურად 100 000 ბარელით გაზრდის.
როგორც დასავლური მედია იუწყება, ზრდის აღნიშნული მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მცირეა ნავთობის კარტელის ისტორიაში.
„საუდის არაბეთი წარმოების მცირე ზრდას დათანხმდა, რადგან ის ცდილობს, მოაწესრიგოს კავშირები დასავლელ მოკავშირეებთან, რომლებიც ცდილობდნენ დისტანცირებას ოთხი წლის წინ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შემდეგ. მაგრამ ის ასევე აბალანსებს ურთიერთობას რუსეთთან, რომელიც 2016 წლიდან პარტნიორობს „ოპეკის“ ჯგუფთან“, – იუწყება „ფაინენშელ თაიმსი“ და დასძენს, რომ "წარმოების მცირე ზრდა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მნიშვნელოვნად შეამცირებს ფასებს“.


