
ბორჯომში "ყირიმ-კონგოთი" 45 წლის კაცი გარდაიცვალა
03/08/2022 14:21:39 საზოგადოება
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში მცხოვრები 45 წლის კაცი "ყირიმ-კონგოს" ჰემორაგიული ცხელებით გარდაიცვალა - ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მანანა რატიანის ინფორმაციით, 1977 წელს დაბადებულმა კაცმა "ყირიმ-კონგოს" ჰემორაგიულ ცხელებაზე დიაგნოსტირება გორმედში გაიარა.
"გორმედის" კლინიკური დირექტორის განცხადებით, მას შემდეგ, რაც კაცს ვირუსი დაუდასტურდა, იგი შესაბამისი მკურნალობისთვის თბილისში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.