Accentnews.ge
უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ლიბანისკენ გადაადგილდება

უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ლიბანისკენ გადაადგილდება

03/08/2022 13:19:38 მსოფლიო

უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ლიბანისკენ გადაადგილდება. მანამდე, გემი თურქეთამდე ე.წ. „მარცვლეულის დერეფნით“ მივიდა, სადაც ხომალდი დაათვალიერა უკრაინის, გაერო-ს, თურქეთისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა ჯგუფმა ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრიდან.

სიერა- ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი „რაზონი“ ლიბანის მიმართულებით მიემგზავრება.

1 აგვისტოს 26 ათასი ტონა მარცვლეულით დატვირთილმა პირველმა გემმა ოდესის პორტი დატოვა. ეს მარცვლეულით დატვირთული პირველი გემია, რომელმაც უკრაინის პორტი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დატოვა.

22 ივლისს უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით სტამბოლში მიაღწიეს შეთანხმებას შავი ზღვის გავლით უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის განახლების შესახებ. გემებს და მათ უსაფრთხო ნაოსნობას სტამბოლიდან გააკონტროლებს საგანგებოდ შექმნილი საკოორდინაციო ცენტრი.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთმა შავ ზღვაში დაბლოკა ოდესის, ნიკოლაევის და სხვა პორტები, აზოვის ზღვის პორტებს კი, თავად აკონტროლებს. უკრაინიდან ვეღარ ხერხდებოდა საზღვაო გზით ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტი, რაც განსაკუთრებით აზარალებს მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S