ISW – რუსეთმა უკრაინის ომში მოხალისეების ნაწილს ანაზღაურება გადაუვადა
03/08/2022 12:20:18 მსოფლიო
უკრაინაში მიმდინარე ომში მონაწილეობისთვის რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში მოხალისეთა ახალ ბატალიონებს ქმნიან, ამგვარ ქვედანაყოფებში გაერთიანების მსურველებს ერთჯერადად 300 ათასი რუბლის (დაახლოებით 5 ათასი აშშ დოლარი) ანაზღაურებას სთავაზობენ, მაშინ როცა ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ინფორმაციით, რუსეთის ზოგ რეგიონებში მოხალისეებს ანაზღაურება გადაუვადეს.
ბაშკირეთში მოხალისეებს 90 დღით გაუყინეს ერთჯერადად მისაღები 200 ათასი რუბლი (3 200 აშშ დოლარი), ამის შესახებ რეგიონის ადმინისტაცია უწყება. სარატოვის ორი ქვედანაყოფის მოხალისეები კი 150 ათას რუბლს (დაახლოებით 2500 აშშ დოლარი) მიიღებენ, მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის შემდეგ, აცხადებს ადგილობრივი ხელისუფლება.
ISW-ის ექსპერტების მოსაზრებით, გადახდის პირობების ცვლილება შესაძლოა, ხელისუფების შიშით იყოს განპირობებული, რომ მოხალისეები ფულის მიღების შემდეგ უკრაინაში საბრძოლველად არ წავლენ. ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, რეგიონებს საკმარისი სახსრებიც არ აქვთ ახალწვეულთათვის დაუყოვნებლივ გადასახდელად.
2022 წლის გაზაფხულზე რუსეთის რეგიონებში მოხალისეთა ქვედანაყოფების ჩამოყალიბება დაიწყო. თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმეული კონტაქტი ითვალისწებს მოხალისეთა ანაზღუარებას, ასევე შემწობას მათი ოჯახის წევრებისვის, ომში დაჭრისა და დაღუპვის შემთხვევაში. მოხალისეთა ქვედანაყოფების დაკომპლექტება „ფარული მობილიზაციის“ ერთ-ერთ ფორმად იქცა. მას ახორციელებენ არა მხოლოდ სამხედრო კომისარიატები, არამედ კერძო სამხედრო შენაერთები, როგორიცაა მაგალითად "ვაგნერი"
ივლისის დასაწყისში იუწყებოდნენ, რომ პეტერბურგის კოლონიებში მყოფი მსჯავრდებულების რეკრუტირებაც დაიწყო. ექვსთვიანი სამსახურის განმავლობაში პატიმრებს, სავარაუდოდ, ამნისტიას და 200 ათასი რუბლის ოდენობის ხელფასს ჰპირდებოდნენ. გარდაცვალების შემთხვევაში მოხალისეთა ოჯახებს კომპენსაციის სახალით 5 მილიონ რუბლს (დაახლოებით 82 ათასი აშშ დოლარი) უხდიან.


