Accentnews.ge
სებ–ის ახალი რეგულაცია, რომელიც 15 აგვისტოდან ამოქმედდება, ყველა კატეგორიის სამომხმარებლო სესხს შეეხება

სებ–ის ახალი რეგულაცია, რომელიც 15 აგვისტოდან ამოქმედდება, ყველა კატეგორიის სამომხმარებლო სესხს შეეხება

03/08/2022 08:46:43 ეკონომიკა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს ფიზიკური პირების დაკრედიტების ტემპის შემცირების მიზნით, ახალი გადაწყვეტილება მიიღო. სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა, რაც ამჟამად 4 წლით არის განსაზღვრული, 3 წლამდე შემცირდება.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის განცხადებით, სამომხმარებლო კრედიტების მაქსიმალური ვადის შეზღუდვა 15 აგვისტოდან ამოქმედდება და ის ერთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში.

"სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირების მიზნით, მიზანშეწონილად მივიჩნევთ სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის შემცირება. ამ ცვლილების გაანალიზების და საბანკო სექტორთან განხილვის შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება ვადის 3 წლამდე შემცირების შესახებ. ეს ცვლილება ძალაში 15 აგვისტოდან შევა და ერთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

ცვლილება ყველა კატეგორიის სამომხმარებლო სესხს შეეხება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S