Accentnews.ge
"ჩემი შვილი არის უკრაინის მოქალაქე და ალბათ, უნდა დაუბრუნდეს იმ სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეცაა"

"ჩემი შვილი არის უკრაინის მოქალაქე და ალბათ, უნდა დაუბრუნდეს იმ სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეცაა"

03/08/2022 07:10:02 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, ექს–პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

მისი თქმით, აუცილებელია მისი შვილის საქმის იურიდიული მხარე გადაიდოს და მიხეილ სააკაშვილს მიეცეს შესაძლებლობა, ადეკვატურად იმკურნალოს.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი დღეს არა საქართველოს, არამედ უკრაინის მოქალაქეა, ამიტომ უფრო სწორი იქნება, თუ უკრაინას დაუბრუნდება.

"ძალიან არ მომეწონა. მთელი დღის პირველი ნახევარი გული ერეოდა და ლუკმა არ ჩაუდია. ეს იურიდიული მხარე უნდა გადაიდოს და მიეცეს ადამიანს შესაძლებლობა, რომ იმკურნალოს. ძალიან ბევრი დიაგნოზი აქვს დასმული და ზოგიერთი ისეთია, რომელსაც აქ ვერ განკურნავენ. [...] ჩემი შვილი დღეს არ არის საქართველოს მოქალაქე, იგი უკრაინის მოქალაქეა და ალბათ, უნდა დაუბრუნდეს იმ სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეც არის", - აცხადებს გიული ალასანია.

საქართველოს ექს–პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც საქართველოში ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი ქვეყანაში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. იგი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძღულია საქმე სახელმწიფო საზღვარის უკანონო კვეთის მუხლითაც, საქმე სასამართლო განხილვის ეტაპზეა.

დაკავების დღესვე სააკაშილმა შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო შიმშილობის 50-ე დღეს, 19 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს, გამთენიისას დააბრუნეს. მისი ადვოკატები და ცენტრ "ემპათიის" წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ აუცილებელი იყო მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რადგან ვერ დასრულდა რეაბილიტაციის პროცესი გორის სამხედრო ჰოსპიტალში. იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან თბილისში არსებულ სამოქალაქო კლინიკა "ვივამედში" მკურნალობს. ოჯახის, მხარდამჭერებისა და ადვოკატების სურვილია, სააკაშვილის ხელისუფლებამ სასჯელის მოხდის ვადა გადაუვადონ სრულ გამოჯანმრთელებამდე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S