Accentnews.ge
ნენსი პელოსი ტაივანის პრეზიდენტს შეხვდა

ნენსი პელოსი ტაივანის პრეზიდენტს შეხვდა

03/08/2022 07:07:17 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ტაივანის პრეზიდენტ ცაი ინ-ვენს შეხვდა.

შეხვედრისას ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ "აშშ ტაივანს არ მიატოვებს".

„ტაივანის მიმართ სოლიდარობა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და დღეს ჩვენ ამ მესიჯით ჩამოვედით ტაიპეიში“, - განაცხადა ნენსი პელოსიმ.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ტაივანი აშშ-ის სანდო პარტნიორია და აშშ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე პარტნიორებთან მუშაობას აგრძელებს.

თავის მხრივ, ტაივანის პრეზიდენტმა ნენსი პელოსის ურყევი მხარდაჭერის გამო მადლობა გადაუხადა.

ცნობისთვის: აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანს 2 აგვისტოს ეწვია. მან სიტყვით მიმართა ტაივანის პარლამენტს. პელოსიმ ტაივანს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი საზოგადოება უწოდა. აღსანიშნავია, რომ იგი პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელიც ბოლო 25 წლის მანძილზე ტაივანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ჩინეთმა ამერიკის შეერთებული შტატები გააფრთხილა, რომ პელოსის ტაივანში ჩასვლა საფრთხეს შეუქმნის ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, გააუარესებს ურთიერთობას ვაშინგტონთან და სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს ჩინეთის მხრიდან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S