Accentnews.ge
ჩინეთმა აშშ-ის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარა

ჩინეთმა აშშ-ის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარა

03/08/2022 06:36:48 მსოფლიო

ჩინეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ნიკოლას ბარნსი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. როგორც ჩინეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, ამერიკელ დიპლომატს საპროტესტო ნოტას გადასცემენ ტაივანში აშშ–ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტის გამო.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ნენსი პელოსის მიზანმიმართულ პროვოკაციაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ "ეს ცეცხლთან თამაშია".

მისი თქმით, ამერიკის მთავრობას შეეძლო,​ პელოსი შეეჩერებინა, მაგრამ ასე არ მოიქცა, რამაც სერიოზულად დააზიანა ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობა.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანს 2 აგვისტოს ეწვია. მან სიტყვით მიმართა ტაივანის პარლამენტს. პელოსიმ ტაივანს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი საზოგადოება უწოდა. იგი შეხვდა ტაივანის ლიდერ ცაი ინვენს, რომელმაც ტაივანის მხარდაჭერისთვის ამერიკელ პოლიტიკოსს მადლობა გადაუხადა. როგორც პელოსმა აღნიშნა, ვიზიტის მიზანი ტაივანისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის გამოხატულება იყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S