Accentnews.ge
ჩინეთი ტაივანთან ვაჭრობას ნაწილობრივ აჩერებს

ჩინეთი ტაივანთან ვაჭრობას ნაწილობრივ აჩერებს

03/08/2022 06:13:28 მსოფლიო

ჩინეთმა, რომელიც ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, განაცხადა, რომ ტაივანთან ვაჭრობას ნაწილობრივ აჩერებს.

კერძოდ, 3 აგვისტოდან აიკრძალა ტაივანისთვის სამშენებლო ქვიშის მიწოდება და ტაივანიდან ციტრუსების და ზოგიერთი სახეობის თევზის იმპორტი.

ჩინეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ "ტაივანის პროვოკაცია, უცხო ძალების მხარდაჭერით უზრუნველყოს ე.წ. დამოუკიდებლობა, დააჩქარებს კუნძულის დღევანდელი ხელმძღვანელობის კოლაფსს".

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანს 2 აგვისტოს ეწვია. მან სიტყვით მიმართა ტაივანის პარლამენტს. პელოსიმ ტაივანს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი საზოგადოება უწოდა. იგი შეხვდა ტაივანის ლიდერ ცაი ინვენს, რომელმაც ტაივანის მხარდაჭერისთვის ამერიკელ პოლიტიკოსს მადლობა გადაუხადა. როგორც პელოსმა აღნიშნა, ვიზიტის მიზანი ტაივანისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის გამოხატულება იყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S