Accentnews.ge
ჩინეთი: "ტაივანის პროვოკაცია, უცხო ძალების მხარდაჭერით უზრუნველყოს ე.წ. დამოუკიდებლობა, დააჩქარებს კუნძულის დღევანდელი ხელმძღვანელობის კოლაფსს"

ჩინეთი: "ტაივანის პროვოკაცია, უცხო ძალების მხარდაჭერით უზრუნველყოს ე.წ. დამოუკიდებლობა, დააჩქარებს კუნძულის დღევანდელი ხელმძღვანელობის კოლაფსს"

03/08/2022 05:27:00 მსოფლიო

ჩინეთის მთავრობაში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზტს ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ "ტაივანის პროვოკაცია, უცხო ძალების მხარდაჭერით უზრუნველყოს ე.წ. დამოუკიდებლობა, დააჩქარებს კუნძულის დღევანდელი ხელმძღვანელობის კოლაფსს".

გარდა ამისა, ჩინეთმა, რომელიც ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, განაცხადა, რომ ტაივანთან ვაჭრობას ნაწილობრივ აჩერებს.

როგორც ჩინეთის მთავრობაში აღნიშნეს, 3 აგვისტოდან აიკრძალა ტაივანისთვის სამშენებლო ქვიშის მიწოდება და ტაივანიდან ციტრუსების და ზოგიერთი სახეობის თევზის იმპორტი.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანს 2 აგვისტოს ეწვია. მან სიტყვით მიმართა ტაივანის პარლამენტს. პელოსიმ ტაივანს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი საზოგადოება უწოდა. იგი შეხვდა ტაივანის ლიდერ ცაი ინვენს, რომელმაც ტაივანის მხარდაჭერისთვის ამერიკელ პოლიტიკოსს მადლობა გადაუხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S