
სალომე ზურაბიშვილი პატრიარქს შეხვდა
02/08/2022 19:20:21 საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ესტუმრა.
როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პრეზიდენტმა მის უწმინდესობას ილიაობის დღესასწაული მიულოცა და ასევე ესაუბრა ვატიკანში ჩატარებული ღონისძიების შესახებ, „ხაზი გაუსვა, რა ქართული კულტურის მაღალ დონეზე წარმოჩენის მნიშვნელობას“.
საპატრიარქო ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მწუხარება გამოთქვა გუდაურის ტრაგედიისა და სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს (ხუფენია) გარდაცვალების გამო.